„მწვანე პასპორტის“ სქემასთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედ კვების ობიექტებთან შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე „მწვანე პასპორტის” კონცეფცია განიხილეს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან.
შეხვედრაზე მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ, აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინა ზოიძემ მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები განიხილეს და კერძო სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აჭარაში „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები გრძელდება.