მიხეილ სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სასამართლო დარბაზში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აზრით, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს.
„ახალი არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა დაადასტურა - რა სადისტიც იყო ადამიანური თვალსაზრისით, მასში არაფერი შეცვლილა. საკმარისია რაღაც სადავე ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე მეთოდით და კიდევ უარესით გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ყველამ ვიცოდით. მაგრამ არა მგონია მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე აღმოჩენა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა დიდ ბანაკს დაემსგავსებოდა, სადაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფს ექნებოდა პრივილეგია აქოს და დაჩაგროს ვინც უნდა და განახორციელოს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს სახელმწიფოს.