თელავის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებით მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური წინასწარი პატიმრობიდან. გაათავისუფლა.
სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ზვიადაურთან ერთად ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი.
დაცვის მხარე ზვიადაურისთვის 50 ათას ლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას შემდეგი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.