ბოლო 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს არის ტრაგედია და მივიღოთ როგორც მოცემულობა.
"ეს ყველაფერი, ეს ტრაგედია, ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, კარგად დიდი ხნის განმავლობაში, იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მონაცემებით. დღეს ჩვენ ვართ პირველი სიკვდილიანობით კოვიდით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური განვითარებით ქვეყანა, რომელშიც 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, დოლარების გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 0%-ით. საქართველომ დაკარგა ბოლო ცხრა წელი, მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ. ევროპული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ხოლო შემდეგ 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა", - აღნიშნა სააკაშვილმა.