თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
„რატომ მოაწყვეთ პროვოკაცია? თქვენ ხართ პროვოკატორი. ისაუბრეთ როგორც პოლიციელმა უნდა ისაუბროს, ქუჩის ბიჭივით ნუ მესაუბრები, მოგიწოდებთ, ისაუბროთ და იმოქმედოთ როგორც პოლიციელმა და არა როგორც უკანასკნელმა ვიგინდარამ. პროვოკატორი მემანიშვილის ბრალია, რომ თქვენ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი გადმოვიდა აქეთ. აბა, იქ გაზს ასხამთ, ხალხო, ბოდიში მაინც მოიხადე ამ გაზის მოსხმის გამო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან, სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვაანეს.