თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, დაძაბული ვითარებაა.
პოლიცია, სასამართლოს ეზოსთან მდებარე მანდატურების ჯიხურებზე ასულ აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.