უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ოლიგარქებთან ომის დასაწყისში იმყოფება. მისი თქმით, მათი საცეცები ყველგანაა, თუმცა ხელისუფლება დიდ ბიზნეს პატივისცემით ეკიდება.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ დიდი პროგრესის დასაწყისში ვართ, ჩვენ ვიმყოფებით პროცესში და დეოლიგარქიის დიდ ომში... მათი საცეცები ყველგანაა... ჩვენ მხოლოდ დავიწყეთ. აქ პირადული არაფერია, მინდა გითხათ, რომ პატივისცემით ვეკიდები დიდ ბიზნესს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბიზნესი ოლიგარქიატი არ გახდეს და არ ჰქონდეს გავლენა მედიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ინიციატივით მიიღო კანონი "ოლიგარქების შესახებ", რომლის თანახმად, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შესაძლებლობა ექნება მიიღოს გადაწყვეტილება [შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში]ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარების შესახებ და ასეთი პერსონების რეესტრი აწარმოოს.
ზელენსკიმ კანონის ხელმოწერის შემდეგ ოლიგარქებს მოუწოდა არ შექმნან ენერგორესურსების დეფიციტი და ძირი არ გამოუთხარონ სახელმწიფოს სტაბილურობას.