ბათუმის წინა მოწვევის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 254 მილიონ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარუდგინა და მას მხარი 14 დეპუტატმა დაუჭირა
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ითხოვდნენ, საკითხებიდან 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ამოღებას, თუმცა მათ ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა არ დაუჭირეს.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე ბათუმი საკრებულოს სხდომა ცოტა ხნით შეწყდა. სხდომის ჩაშლის მიზნით, საკრებულოს დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დააქცია.
მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ხსნარი უსაფრთხოა და მისი მიზანი, მხოლოდ მძაფრი სუნის გამოწვევაა. ამის შემდეგ, დარბაზი დატოვეს მასში შეკრებილმა დეპუტატებმა.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, "ქართული ოცნება", რომელმაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ბათუმში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტის დამტკიცებას ჩქარობდა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ახალი მოწვევის საკრებულო მის მიერ ინიცირებულ პროექტს მხარს დაუჭერდა.
ახალი მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმცირესობაშია. მას 16 მანდატი აქვს, ხოლო ოპოზიციას - 19.
ფოტო: 1tv.ge