ხმაურია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურებს გადის. პოლიციამ ადგილზე 2 პირი უკვე დააკავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი დავით ფიფია.