საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 487.37 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.62%-ით მეტი).
ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 210.11 მლნ ლარით, ანუ 1.35%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.62%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 277.26 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.62%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 39.21 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.84% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.78%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.33%, ხოლო ევროს წილმა 15.32% შეადგინა.