ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი აცხადებს, რომ იგი ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერის, სადდამ ჰუსეინის მარჯვენა ხელად წოდებული ტარიკ აზიზის სასიკვდილო განაჩენს ხელს არ მოაწერს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
"არა, მე არ მოვაწერ ხელს ტარიკ აზიზის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესრულებას, რომელიც მის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, იმიტომ რომ მე სოციალისტი ვარ", _ განაცხადა ჯალალ თალაბანმა ტელეარხ "Fრანცე 24"-ის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ერაყის სისხლის სამართლის სასამართლომ 26 ოქტომბერს ვიცე-პრემიერს, ერაყის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისრტს ტარიკ აზიზს ჩამოხრჩობის მეთოდით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სასამართლომ იგი 1982 წელს ერაყელი შიიტების განადგურების თანამონაწილეობაში ბრალდებულად ცნო.
"მე მესიმპატიურება ტარიკ აზიზი, იმიტომ, რომ იგი ერაყელი ქრისტიანია. ამას გარდა, იგი ხანდაზმული ადამიანია და უკვე 70 წელსაა გადაცილებული", _ განაცხადა ჯალალ თალაბანმა.