პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დღეს განთავსების ობიექტების, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციების, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ ბოლო სხდომაზე განიხილა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და გაითვალისწინა გასულ შეხვედრებზე მათ მიერ დაყენებული წინადადები.
1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ
ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.