ახალგორის რაიონში, სოფელ ყანჩავეთთან ხანძარი მძვინვარებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლი ტყეს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.
"წუხელ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. სულ ხანძარს ამჟამად 8 კილომეტრი ტყის ზოლი აქვს მოცული. ხანძრის წარმოშობის მიზეზი ჯერ ჯერობით გაურკვეველია. თუმცა არის ვარაუდი, რომ აქ ჩართულია ადამიანური ფაქტორი", _ იუწყება ოსური მხარე.