"დავასუფთაოთ საქართველო" კამპანიის ფარგლებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში დასუფთავების ერთობლივი აქცია ჩატარდება.
მასში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და მდგრადი განვითარების კავშირი `ეკოხედვა~-ს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის გამგეობის და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აქციის ფარგლებში დასუფთავდება სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორია.
პატარძეულში `დავასუფთაო საქართველო~ კამპანია ტარდება პროექტის `დავასუფთავოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობი ორგანიზაციების კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების და მდგრადი განვითარების კავშირის `ეკოხედვა~ მიერ.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით.