დღეს, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა. ეს არის მრავალწლიანი, თანმიმდევრული შრომის შედეგი, რომელსაც GMGA-მ საქართველოს სახელწიფოს და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მიაღწია.
სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა არის ერთის მხრივ საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების უდიდესი აღიარება მსოფლიო დონეზე და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მთამსვლელებისა და სამთო გამყოლებისთვის, საქართველოში მიღებული სწავლებით მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი.