ევროკავშირი რუს ჟურნალიტ ოლეგ კაშინზე თავდასხმას გმობს.
ამის შესახებ ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი,
"ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ზედმიწევნით და ობიექტურად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ მიმართული ფაქტები. ამ მიზნით მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება, შესაბამისი პირები კი გაასამართლოს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოლეგ კაშინი რამდენიმე კვირის წინ, უცნობმა პირებმა ცემეს. მას დღეს საავადმყოფოში დაკითხავენ.