ტყიბულში მდინარე შაორში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი მდინარიდან ამოასვენეს. მამაკაცი მდინარეში დღის მეორე ნახევარში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ის ბორდიურზე იჯდა, მოულოდნელად მდინარეში გადავარდა და წყალმა წაიღო.