„ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი სამედიცინო რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებში, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
იასკოს თქმით, ჰოსპიტალში ცუდი პირობები არ არის, თუმცა ეს მაინც ერთი ოთახია და ციხესავითაა.
„არ ვარ ექიმი და რთულია ვთქვა, როგორია მისი ორგანიზმის მდგომარეობა, მაგრამ ვხედავ, რომ დასუსტებულია და დიდი დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა გამოსავლის მოსაძიებლად მისი სამედიცინო რეაბილიტაციისთვის, რომელიც უნდა იყოს ცხადია, თავისუფლების პირობებში ჩატარებული“,- განაცხადა იასკომ.
რადას დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის გზავნილია, გაგრძელდეს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის.
„ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი სამედიცინო რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებში. ეს უნდა იყოს განხილული და ეს უნდა გაკეთდეს, რადგან ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მკურნალობა პატიმრობაში. ამ ჰოსპიტალში ცუდი პირობები არ არის, თუმცა ეს მაინც ერთი ოთახია და ციხესავითაა. ნორმალურად ფანჯრის გახსნა შეუძლებელია, ეს მოქმედებს მასზე. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ძლიერი ზიანი მიადგა წინა დღეების განმავლობაში და მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება“,- განაცხადა ლიზა იასკომ.