2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში დღეს გადაიგზავნება.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი ჯანდაცვის ხარჯებზე მოდის.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილებაში ძირითადი ნაწილი აქ იქნება ხარჯების გაზრდა ჯანდაცვის მიმართულებით, COVID-ის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას, რომელიც მიმდინარე წელს იქნება დაფინანსებული. მნიშვნელოვანი საკითხი ამასთან მიმართებაში არის ის, რომ შესაბამისად ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა მიმდინარე წელს, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდითაა და სხვადასხვა სახის ეკონომიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს, ხოლო ის ხარჯები, რაც იქნება გასაწევი უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, სრულად იქნება დაფინანსებული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.