ვებ-პორტალმა "Price of Travel"-მა მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის მიხედვით, მსოფლიოს ტურისტული ქალაქების რეიტინგი გამოაქვყნა.
ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასშია. იქ ავტობუსისა და მეტროს მგზავრობის საფასური 0.12-0.28 აშშ დოლარი ღირს. მეორე ადგილზე ეგვიპტის დედაქალაქი კაიროა, სადაც მეტროთი მგზავრობა 0.17 ამერიკული დოლარი ღირს. სამეულს ინდოეთის დედაქალაქი დელი ასრულებს, სადაც მგზავრი მეტროში 0.18-0.66 ამერიკულ დოლარად იმგზავრებს.
რეიტინგში სულ 80 ქალაქი მოხვდა. პოსტსაბჭოთა სივრციდან რეიტინგში მხოლოდ რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი და ამაქვე ქვეყნის ქალაქი სანკ-პეტერბურგი მოხვდნენ.
სანკტ-პეტერბურგში ტრავმაით, ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობის საშუალო საფასური $0.61 - $0.71 შეადგენს. მოსკოვში კი მეტროთი მგზავრობა 0.84 ამეიკული დოლარი ღირს.
ამ ოთხმოც ქალაქში მგზავრობა ყველაზე ძვირი ვენეციაში, კოპენჰაგენსა და ოსლოშია. ვენეციაში ე.წ. წყლის ავტობუსებით მგზავრობა 8.90 აშშ დოლარი ღირს.