ჰაიტიში ქოლერით დაღუპულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა.
შესაბამის ინფორმაციას, ჰაიტის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 1034 ადამიანს შეადგენს, აღნიშნული დიაგნოზით ადგილობრივ კლინიკებში კი, 14 ათასი პაციენტია მოთავსებული.
ქოლერის პირველი შემთხვევა ჰაიტის მეზობელ - დომენიკის რესპუბლიკაშიც გამოვლინდა, რის გამოც ქვეყნის ხელმძღვანელობამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა.