ფასანაურის ტყის ფერდობზე ხანძარია.
ცეცხლი ბალახებს უკიდია. ამ ეტაპზე ის 20 ჰექტრამდე ფერდობზე მძვინვარებს.
ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა არსებობს.
არაგვის ხეობაში სპეცტექნიკაა მობილიზებული. მათ შორის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაცაა ჩართული. წყლის მარაგის შესაქმნელად, სპეციალისტებმა გვიან ღამით, მდინარესთან არხიც გაჭრეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.