ექიმ-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩება.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მას დამატებითი კვლევები უტარდება.
"ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ის იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ. მას სჭირდება მონიტორინგი, ყველაფრის მონიტორინგი, სასიცოცხლო ფუნქციებს ვგულისხმობ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ, რადგან მისი მდგომარეობა იმ წუთას მკვეთრად დამძიმდა. ამდენი ხნის შიმშილი, პრობლემები - ეს უამრავ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში", - ამბობს რეანიმატოლოგი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ის მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს.