პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ხელისუფლებას სთავაზობს, თუ თვლიან, რომ სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა საფრთხის შემცველია, მაშინ საზღვარგარეთ უმკურნალონ.
“ჩემი მთავარი ინტერესია, ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, ადამიანურადაც აუტანელია ყურება, როგორ კვდება ეს კაცი. ვერ ვაიძულებთ ვერაფრის შეწყვეტას და ჭამის დაწყებას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, თუ აქ აქვს უსაფრთხოების პრობლემა "ქართულ ოცნებას", არის სხვა ქვეყნებიც. ახლა რეანიმაციაშია, შედარებით ნორმალურად არის, ბევრად უკეთ, ვიდრე ჩვენთან რომ შემოვიდა.
იმ დროს, როცა კოლაფსი ჰქონდა, მიუხედავად მისი წინასწარ ნათქვამისა და ა.შ. ჩემი კატეგორიული პოზიცია იყო, რომ არ დაკითხოდნენ არაფერს და აღმოეჩინათ პირველადი დახმარება. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, პრინციპულობა, მაგრამ სიკვდილის ქრონიკების ყურება წარმოუდგენელია, გამოსავალი არის ერთადერთი, რომ აქ არ იყოს და მერე შეწყვიტოს შიმშილობა. მოგონილი აბსურდია, რომ ვინმე მოიტაცებს, მაგრამ თუ უსაფრთხოებაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კაცი აქედან გამოვიდეს ცოცხალი, სხვა არაფერი მაინტერესებს, ნუ იქნება საქართველო, იყოს სხვა ქვეყნები”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.