ბათუმში რურუას ქუჩის N1ა-ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობა დანგრევის პირასაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია და დახმარებას ითხოვენ.
"ჩამოცვენილია ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. დღეს გამოვედი რადგან იყო ჩამონგრევის ხმა. ჩემს საძინებელში ძალიან ცუდი სიტუაცია. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ",- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
აღნიშნული კორპუსი 5-სართულიანია და მასში 72 ოჯახი ცხოვრებს. ყველა მცხოვრება ამ დროისთვის შენობა დატოვა.
შეთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამააშველო სამსახურის წარმომადგენლები.