ხანძარი იყო ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც ცეცხლი ელექტროქვესადგურში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ცნობილია, რომ ქალაქს და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ერთ საათში სრულად აღდგება.