პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბხუტო მოძრაობა "თალიბანმა" მოკლა. გამოძიების ოფიციალური დასკვნის მიხედვით, "თალიბანმა" დაგეგმა და განახორციელა პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოძიებამ ამ დანაშაულში ბრალდებულად აღიარა "ტერიხ-ე-ტალიბან პაკისტანი" და მოხსნა ბრალდება ქვეყნის ექს-პრეზიდენტის პერვეზა მუშარაფის ადმინისტრაციიდან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბენაზირ ბხუტოს მკვლელობის შემკვეთი პაკისტანელი თალიბების მეთაური ბაიტულლა მეჰსუდი იყო, ხოლო უშუალოდ მკვლელობა ტერორისტმა თვითმკვლელმა იკრამულლამ განახორციელა.