პირველი იანვრიდან აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრი ამოქმედდება.
ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ისაუბრა.
ცვლილებების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, აღრიცხვა და პოპულარიზაცია აჭარაში მოქმედი სააგენტოს პრეროგატივა იქნება, ასევე სამინისტროს ბიუჯეტით დაფინანსდება აჭარაში მოქმედი სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებები.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.