გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას პოლიტიკოსი თავადვე ავრცელებს.
“6 დღით პატიმრობა მომესაჯა პირველ პროცესზე დედა უტირეთ ამათ სანამ აქით გვიტირებენ უკან არ დაიხიოთ!”, - წერს ყურუა ფეისბუქში.
ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია.
"გირჩი მეტი თავისუფლებამ" 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტა. ავტომობილებზე იყო წარწერები ვადამდელი არჩევნებისა და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.