"ლელო" არის "ნაცმოძრაობის" ნაწილი, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ "ლელო" რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული.
"ლელო“ იმ პოლიტიკური პარტიის ნაწილია, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. არსებობს პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოში არის ნებისმიერი პირობა, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული. არავითარი საფუძველი, რომ "ლელო" რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, არ არსებობს. "ნაციონალური მოძრაობის" სურვილია, დესტაბილიზაცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. სჯობს, "ლელომ" დააზუსტოს, ამაზე როგორია მათი პოზიცია", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, "ლელოს" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, მანამდე ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.