დღეიდან, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას საბავშვო წიგნი გაიყიდება სახელწოდებით - "შენ გიმღერი: წერილი ჩემს გოგონებს". 40 გვერდიანი წიგნის ტირაჟი 500,000 ეგზემპლარს შეადგენს და ერთი ეგზემპლარის ფასი 17.99 დოლარი იქნება. ამის შესახებ "ასოშიეიტიდ პრესი" იუწყება.
ობამას წიგნი 13 მოთხობისგან შედგება და ამდენივე სახელგანთქმულ ამრიკელზე მოგვითხორბს - დაწყებული ჯორჯ ვაშინგტონიდან დამთავრებული ცნობილი ბეისბოლის ვარსკვლავით, ჯეკი რობინსონით. წიგნის ილუსტრაციები ცნობილ ამეიკელ მხატვარს ლორენ ლონგს ეკუთვნის.
აშშ-ს პრეზიდენტის წიგნი სამზე მეტი წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ცნობისათვის, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი არ არის ვინც საბავშვო წიგნი დაწერა - თავის დროზე წიგნები ბავშვებისთვის ჯიმი კარტერმა და თეოდორ რუზველტმაც დაწერეს.