ინდოეთის დედაქალაქ დელში, 5 სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა.
CNN - ს ინფორმაციით, დაშავებულია 70-მდე ადამიანი.
სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში კიდევ ბევრი ადამიანია დარჩენილი.
ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზად შენობის პროექტირების გარეშე აშენება ან მუსონური წვიმები სახელდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ შენობის ჩამონგრევა არასწორმა პროექტირებამ გამოიწვია. სარდაფში რამდენიმე დღე წყალი იყო დამდგარი, რამაც კორპუსის საყრდენების შესუსტება გამოიწვია.", - განაცხადა ქალაქ დელის მერმა შეილა დიკშიტიმ.