განწყობილი ვარ ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება, აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა.
"განწყობილი ვარ აბსოლუტურად მშვიდად, რაციონალურად, ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლება და დესტაბილიზაციის თავიდან არიდების საშუალება. მინდა, ავღნიშნო, დღეს იყო მოსული ირაკლი ზარქუა და ლევან იოსელიანი, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" დეპუტატების მხრიდან ზიზღის კამპანია არ წყდება და მუდმივად მიმდინარეობს, მე ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქ მოდის. ასევე მინდა, ვთქვა, რომ არანაირი პირადი წყენა არ მაქვს არც წილოსანის მიმართ, "ქართული ოცნების" არც ერთი წარმომადგენლის მიმართ, ვინც პირადად მესხმის თავს. საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის. სიცოცხლის უფლებაზე ჩვენ თუ არ შევთანხმდით ამ ქვეყანაში, უბრალოდ, აზრი არაფერს აქვს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.