"რუსეთი 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას დღემდე არ ასრულებს და განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას", - შესაბამისი განცხადება ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას "რესპუბლიკური" პარტიის წევრმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკეთა.
სენატორმა რუსეთი კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკაში ბევრი სადაო საკითხია, რაც განხილვას საჭიროებს.
"რუსეთში კვლავინდებურად ირღვევა ადამიანის უფლებები და მედიაზე ისევ ხორციელდება ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლების მიერ", - მაკკეინი.