დღეს, 16 ნოემბერს, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან და პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარე მაია კობახიძესთან ერთად, ზესტაფონში მეტალურგების, მეშახტეების და პედაგოგების პროფკავშირების რეგიონალურ წარმოამდგენლებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროფკავშირიდან აცნობეს, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, საუბრის მთავარი თემები იქნება სოციალური დიალოგი, როგორც საჯარო ისე კერძო სფეროებში, მათ შორის - მეტალურგიულ, მეშახტეთა, განათლების და სხვა პროფკავშირებში. პროფკავშირების ინფორმაციით, ჯონ ბასი გეგმავს პირადად მოუსმინოს გაერთიანების წარმოამდგენლებს რეგიონებში და მათ პრობლემებს გაეცნოს.
როგორც ცნობილია, შეერთეუბლი შტატების მთავრობა მხარს უჭერს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით პროფკავშირების გაერთიანებამ რამდენიმე ერთობილივი პროექტი განახორციელა. ამერიკის საელჩოს მჭიდრო კავშირი აქვს პროფაკავშირების გაერთიანებასთან თბილისში.