აშშ-ის არიზონას შტატმა მარიხუანას მოხმარება სამედიცინო დანიშნულებით დააკანონა.
ასეთია რეფერენდუმის შედეგები, რომელიც 2010 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. ამ ხნის განმავლობაში ხმების დათვლა მიმდინარეობდა და ჯერაც არ დამთავრებულა.
Associated Press განმარტავს, რომ მარიხუნას დაკანონების მომხრეები და მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხი მარიხუანას სამედიცინო მოხმარებისთვის დაკანონების მომხრეთა სასარგებლობდ გადაწყდა.