"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატს ტოვებს.
"უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს", - წერს ვარშალომიძე.
პარლამენტის წევრის მანდატზე უარი თავდაპირველად "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან მიმართვა გაავრცელა, სადაც შეაქო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების დათმობისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ უკვე განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.