"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"მე პოლიტიკაში მოვედი 2 წლის წინ, 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულავ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მდომებოდა ან რაღაცას გავქცეულიყავი.
ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის", - თქვა ხაზარაძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარებს. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.