"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე პარლამენტს ტოვებს.
როგორც წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, პარლამენტში ყოფნის აზრს ვერ ხედავს.
"მე არ ვიცი ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ.
მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია ისე ვიბრძოდი).
ქართული ოცნება უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე, - ამბობს ანი წითლიძე.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ უკვე განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. დეპუტატის მანდატს ასევე ტოვებს მამუკა ხაზარაძე.
თანაგუნდელებს პარლამენტის დატოვებისკენ მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა.