გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში, საიდანაც შესაძლოა, ე.წ. ოსურმა სპეცნაზმა გაიტაცოს - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ასევე საუბარია ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შეიძლება დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გატაცება" ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.