სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია. მისი თქმით, პროფესიული წრეებიდან, სამედიცინო სფეროდან წამოსულ ნებისმიერ ინიციატივას, ბუნებრივია, მიესალმება.
"თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება ამასთან დაკავშირებით ამ წუთას კონკრეტული განმარტების გაკეთება არ შემიძლია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იქნება მის მიერვე შექმნილი კომისიის რეკომენდაციის არგათვალისწინება, სახალხო დამცველის დასკვნის არგათვალისწინება, თუ პრემიერ-მინისტრის პირდაპირ ბოროტული განცხადებები, როდესაც ადამიანს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა.
სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მისი ადეკვატური მკურნალობისთვის არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ბექა ბასილაია.