ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებას, არჩევნების შედეგების არაღიარებისა და უკომპრომისო ბრძოლის თაობაზე.
ნიკა გვარამიას თქმით, ეს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, ხვალიდან უნდა დაიწყოს კართაგენის ნგრევა.
"ეს იყო ნიკა მელია, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი განცხადებით, ისტორიულად მნიშვნელოვანი განცხადებით. ბრძოლა იქნება ბოლომდე, რადგან ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებამ ალბათ ბოლოჯერ მისცა შანსი, ნებაყოფლობით დაეთმო ხელისუფლება არჩევნების გზით. მან ეს არ გამოიყენა. არჩევანი მისია, ახლა არჩევანი ჩვენზეა. ჩვენი არჩევანი არის უკომპრომის ბრძოლა ბოლომდე. გამარჯვებამდე. ხვალ ვნახავთ რას გვთავაზობს ოპოზიცია. რა იქნება გეგმა. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი ვნახავთ რამდენიმე დღეში ან კვირაში...
ბიძინა ივანიშვილი ასე ახვევს, ბურდავს ამ ძაფს, რომელსაც არჩევნებს ეძახის. მე გეკითხებით, გვაქვს ჩვენ შანსი ეს ძაფი ბოლომდე გავხსნათ?, მე ვფიქრობ, არა. ასეთივე ძაფი, გორდიას კვანძი დახვდა მაკედონელს, მან საერთოდ არ იფიქრა ისე გადაჭრა ეს კვანძ. სხვა არჩევანი არ არის. გორდიას კვანძი უნდა გაიჭრას. კართაგენი უნდა დაიგრეს. ხვალიდან ვიწყებთ ყველანი ერთად კართაგენის ნგრევას", - თქვა გვაარამიამ.