ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა ზესტაფონის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან გაზი პირველად აანთო.
ზესტაფონის ქუჩის # 1- ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი ცხოვრობს.
ობიექტის გაზიფიცირების საკითხი უკვე მოხსნილია და დღეიდან ადგილობირივები ბუნებრივი აირით ისარგებლებენ.
აღნიშნუილი ობიექტი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. ობიექტში ასევე შეიცვალა წყალგაყვანილობა და კანალიზაცია.