მე ტრადიციების დამცველი ქართველი კაცი ვარ და ქართულ გენეტიკას ვინც უფრთხილდება, ეს ჩემთვის ყველაფერია, - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ქუთაისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.
"ქუთაისში ჩამოვედი ერთი რამის გულისთვის - ქუთაისი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია და ქუთაისი სუფთა ქართული ქალაქია, რასაც თბილისზე ვერ ვიტყვი, ვერც ბათუმზე, თბილისი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ, ეს არის ნაღდი ქართული ქალაქი.
მე კარგად იცით, რომ ტრადიციების დიდი მომხრე ვარ. ყოველთვის იმიტომ დავუჭირე მხარი ტელეგადაცემებში ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს, რომ მან თავისი პირველი პრემიერობის დროს არ დაუშვა, რომ მიეღო კანონი ქალის ქალზე ქორწინების და კაცის კაცზე და ამიტომ სამარადისოდ მისი ერთგული ვარ. მე ტრადიციების დამცველი ქართველი კაცი ვარ და ქართულ გენეტიკას ვინც უფრთხილდება, ეს ჩემთვის ყველაფერია.
მე აქ წელზე მეტ ხანს, ზუსტად აღარ მახსოვს, მიმყავდა გადაცემა ტელევიზია "რიონში“ და ძალიან კარგად ვიცნობ იმერულ სულს, ქუთაისურ სულს და ამიტომ ჩამოვედი, ქუთაისელს დავუდგე გვერდით და ვუთხრა ერთი რამ, რომ რა თქმა უნდა, მე არც "ოცნების" წევრი ვარ, არც "ნაციონალების", მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ "ოცნების" მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს.
ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ მამაკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში", - განაცხადა სიხარულიძემ.
ცნობილი სახეები ქუთაისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, მათ შორის არიან ხათუნა ჟორდანიას, გივი სიხარულიძე, ბექა ჩხაიძე და სხვები.