სნოს ხეობაში გაჩენილი ხანძრის საბოლოო ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
ხანძრის შედეგად 80 ჰექტარამდე საძოვარია განადგურებული. ცეცხლის ძირითადად მთის წვერებს უკიდია და ტყის მსაივზე არაა გადასული.
მესამე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა, ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.