ცხვარიჭამიაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 10 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.
ხანძრის ძირითადი კერები ლოკაზიბულია.
ხანძრის საბოლოოს სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ადგილობრივ სამაშველო სამსახურთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებას რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობს.
ხანძარი სოფლიდან 2 -3 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის ლოკალიზება რთული გეოგრაფიული მდგომარეობის გამო გართულდა.
ცხვარიჭამიაში ხანძარი მესამე დღეა მძვინვარებს. სპეციალისტები ხანძრის საბოლოო ჩაქრობას დღეს ვარაუდობენ.