აშშ ისრაელს პალესტინასთან მოლპარაკების აღდგენის ახალ გეგმას სთავაზობს. გეგმის მიხედვით ისრაელის ხელისუფლებამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებობა 90 დღის განმავლობაში უნდა შეაჩეროს. გეგმის მიხედვით ისრაელს აღმოსავლეთ იერუსალემში მშენებლობის შეჩერება არ მოუწევს. აღნიშნული გეგემის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა ისრაელის მხარეს პირველად შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააცნო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისარელის პრემიერს ბენიამინ ნათანეაჰუს შეხვდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ისრაელის მთავრობაში ამჟამად აშშ-ს შემოთავაზებას განიხილავენ.
როგორც ცნობილია, პალესტინელებმა ისრაელთან მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დატოვეს, რაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე დაწესებული ათთვიანი მორატორიუმი არ გაახანგრძლივა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობა გაანაახლა. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალემის აღმოსავლეთით ახალი მშენებლობა დაიწყო.
ცნობისათვის: ისარაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესი 2008 წლის შემდეგ პირველად მიმდინარე წელს განახლდა. დაპირისპირებული მხარეები თავდაპირველად აშშ-ში, ეგვიპტეში და შემდეგ იერუსალემშიც შეხვდნენ ერთმანეთს. საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირი მოლაპრაკებების პროცესის ჩაშლაში ნაწილობრივ ისრაელს სდებს ბრალს და ქვეყნის ხელისუფლებას მორატორიუმის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.