დღეს, 15 ნოემბერს, ქურდული ტრადიციების მიმდივრობაშია ეჭვმიტანილი ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
წინა პროცესზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართა, ბრალდების მხარემ ერთი მოწმე პოლიციელი დაიკითხა, რომელიც დაკავებულების სატელეფონო საუბრებს ფარულად უსმენდა.
როგორც ცნობილია, დემეტრაძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ნოემბერს დაიწყო. დემეტრაძის საქმეში განსასჯელია კიდევ ოთხი პირი - დავით ფეიქრიშვილი, დავით გაგნიძე და ვატო ყიფიანი და შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე ზაფხულში
დააკავეს.
სამართალდამცავები მას ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულია კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი. საქმეში ფიგურირებს კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 8 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.