შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა თაღლითობის ფაქტზე თამაზ ხაჩირიშვილი და ზამირი ბაკურაძე დააკავეს.
დაკავებულები კერძო მეწარმეებსა და სავაჭრო ობიექტების მფლობელებს საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებად ეცნობოდნენ და ფულს სძალავდნენ. თაღლითობისას ისინი შეცვლილი სახელით და გვარით მოქმედებდნენ.
დაკავებულებს 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.