მივმართავ ჩემს ზუგდიდელ ამომრჩეველს და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათობით ათას ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა და საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისაკენ მოუწოდა.
"დღეს დღეისობით ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური მობილიზება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალიტეტში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვება იმიტომ, რომ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის სტაგნაციის წინაპირობა და ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს. მეორეს მხრივ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, ჩემს კუთხეში, სადაც არაერთხელ გათელეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ფეხქვეშ, როგორ გითხრათ, შეაწმინდა მეგრელების და ზუგდიდელების ღირსებას ყველაფერი, წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ადგილზე. მართლაც არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ვაპატიოთ ადამიანებს, როდესაც სამეგრელო აქციეს პრაქტიკულად „ბოროტების ციტადელად“.
მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ჩემო მხარდამჭერებო, ჩვენო თანამოქალაქეებო, რომ აუცილებელია ვიაქტიუროთ, ვიაქტიუროთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური ძალისთვის - „ქართული ოცნება“, არამედ რეალურად თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, რომ მათ შეძლონ თანმიმდევრული განვითარება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.